საიტი განახლების პროცესშია

FSG Post - ის დეკლარანტების გუნდი ახორციელებს ყველა საბაჟო პროცედურას სწრაფად და ეფექტურად, რაც უზრუნველყოფს თქვენი ამანათების დანიშნულების ადგილზე მისვლას შეფერხების გარეშე.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან დაკავშირებული წესები და საბაჟო ფორმალობები რეგულირდება საქართველოს ფინანსთან მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით.
საბაჟო გადასახადი შეადგენს პროდუქციის ღირებულების და ტრანსპორტირების ჯამის 18%-ს.
საქართველოს დადგენილების მიხედვით განბაჟების თანხის პარალელურად ასევე განსაზღვრულია დამატებითი გადასახადი, რომელიც განისაზღვრება საქონლის ჯამური ღირებულებით და თანხის გადახდა ხდება საქართველოს ხაზინის ანგარიშზე მანამ სანამ დაიბეჭდება დეკლარაცია და გადაიხდით განბაჟების საფასურს.
იმ შემთხვევაში თუ საქონლის ღირებულება:
განბაჟებასა და დღგ-ის დროულ გადახდაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. დეკლარაციაში მითითებულ ვადაში განბაჟების საფასურის შეუსრულებლობა გამოიწვევს დამატებით საბაჟო გადასახდელს საქართველოს რეგლამენტის შესაბამისად.
პერსონალური ამანათების შემთხვევაში დეკლარანტის მომსახურება განისაზღვრება 20 ლარით, ხოლო ონლაინ ამანათების შემთხვევაში საფასური განისაზღვრება 5 ლარით.
იმ შემთხვევაში თუ ნივთი არ იქნება დეკლარირებული ჩამოსვლის მომენტში, საბაჟოზე დაყოვნდება 5 დღის განმავლობაში, ხოლო 5 დღის განმავლობაში თუ არ მოხდება აღნიშნულის დეკლარირება ავტომატურად გადაეცემა ნივთები სახელმწიფოს შემდგომი განკარგვისთვის.
იმ შემთხვევაში თუ ფიზიკური პირის სახელზე მიღებულია რამდენიმე ამანათი და აქედან მხოლოდ ნაწილია დეკლარირებული, საბაჟო ყველა ამანათს ერთად დააყოვნებს 5 დღის განმავლობაში.
მომხმარებელმა პირად კაბინეტში უნდა ატვირთოს შესყიდვის ორდერი/ინვოისი.
განსაბაჟებელი ამანათი საბაჟოდან განთავსდება FSG Post-ის საწყობში, შემდგომ იბეჭდება დეკლარაცია, სადაც მითითებულია განბაჟებისთვის საჭირო თანხის გადახდის ვადები და ასევე საქართველოს ხაზინის საბანკო რეკვიზიტები. ჩვენი ოფისიდან შეგეძლებათ ამანათის წაღება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
eng ამანათები რეისის წამოსვლიდან 7-10 დღის შუალედში ჩამოდის.