საიტი განახლების პროცესშია

hero bg

საბაჟო პროცედურები

ამანათები რეისის წამოსვლიდან 7-10 დღის შუალედში ჩამოდის.

FSG Post - ის დეკლარანტების გუნდი ახორციელებს ყველა საბაჟო პროცედურას სწრაფად და ეფექტურად, რაც უზრუნველყოფს თქვენი ამანათების დანიშნულების ადგილზე მისვლას შეფერხების გარეშე.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან დაკავშირებული წესები და საბაჟო ფორმალობები რეგულირდება საქართველოს ფინანსთან მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით.




  • რა შემთხვევაში ექვემდებარება ამანათი განბაჟებას?


  • 300 ლარზე მეტი ღირებულების 
  • ერთგვაროვანი საქონელი
  • 30 კილოგრამზე მეტი წონის
  • თუ თქვენ გამოიწერთ 300 ლარზე მეტი ღირებულების ამანათს ერთი საიტიდან და ყველა მათგანი აღმოჩნდება ერთსა და იმავე რეისზე, ამ შემთხვევაში ამანათები ექვემდებარება განბაჟებას.
  • თუ თქვენ გამოიწერთ 300 ლარზე მეტი ღირებულების ამანათს სხვადასხვა საიტიდან და ყველა მათგანი აღმოჩნდება ერთსა და იმავე რეისზე, ამ შემთხვევაში ამანათები არ ექვემდებარება განბაჟებას.


  • რამდენია განბაჟების გადასახადი?


საბაჟო გადასახადი შეადგენს პროდუქციის ღირებულების და ტრანსპორტირების ჯამის 18%-ს.

  • არის თუ არა 18%-ის გარდა დამატებითი გადასახადი განსაბაჟებელ საქონელზე?


საქართველოს დადგენილების მიხედვით განბაჟების თანხის პარალელურად ასევე განსაზღვრულია დამატებითი გადასახადი, რომელიც განისაზღვრება საქონლის ჯამური ღირებულებით და თანხის გადახდა ხდება საქართველოს ხაზინის ანგარიშზე მანამ სანამ  დაიბეჭდება დეკლარაცია და გადაიხდით განბაჟების საფასურს.

იმ შემთხვევაში თუ საქონლის ღირებულება:  

  • 300-დან -  3000 ლარამდეა დამატებითი გადასახადი - 20 ლარია
  • 3000-დან - 10 000 ლარამდეა დამატებითი გადასახადი - 100 ლარია 


  • რა ხდება იმ შემთხვევაში თუ არ გადაიხდით საბაჟო გადასახადს?


განბაჟებასა და დღგ-ის დროულ გადახდაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. დეკლარაციაში მითითებულ ვადაში განბაჟების საფასურის შეუსრულებლობა გამოიწვევს დამატებით საბაჟო გადასახდელს საქართველოს რეგლამენტის შესაბამისად.


  • დეკლარანტის მომსახურების საფასური:


პერსონალური ამანათების შემთხვევაში დეკლარანტის მომსახურება განისაზღვრება 20 ლარით, ხოლო ონლაინ ამანათების შემთხვევაში საფასური განისაზღვრება 5 ლარით.

  • რატომ არის სავალდებულო ამანათის დეკლარირება მის ჩამოსვლამდე  ?


იმ შემთხვევაში თუ ნივთი არ იქნება დეკლარირებული ჩამოსვლის მომენტში, საბაჟოზე დაყოვნდება 5 დღის განმავლობაში, ხოლო 5 დღის განმავლობაში თუ არ მოხდება აღნიშნულის დეკლარირება ავტომატურად გადაეცემა ნივთები სახელმწიფოს შემდგომი განკარგვისთვის. 

იმ შემთხვევაში თუ ფიზიკური პირის სახელზე მიღებულია რამდენიმე ამანათი და აქედან მხოლოდ ნაწილია დეკლარირებული, საბაჟო ყველა ამანათს ერთად დააყოვნებს 5 დღის განმავლობაში.

  • ამანათის განსაბაჟებლად საჭირო დოკუმენტაცია:


მომხმარებელმა პირად კაბინეტში უნდა ატვირთოს შესყიდვის ორდერი/ინვოისი. 

  • განბაჟების პროცედურა:


განსაბაჟებელი ამანათი საბაჟოდან განთავსდება FSG Post-ის საწყობში, შემდგომ იბეჭდება დეკლარაცია, სადაც მითითებულია განბაჟებისთვის საჭირო თანხის გადახდის ვადები და ასევე საქართველოს ხაზინის საბანკო რეკვიზიტები. ჩვენი ოფისიდან შეგეძლებათ ამანათის წაღება. 




მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

  • თუ ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში შეიძენთ 25 ევროზე მეტი ღირებულების ნივთის და ეს ნივთი ტრანსპორტირდება რომელიმე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, იხდით განბაჟების თანხას. 
  • იმ შემთხვევაში თუ დეკლარირებისას მიუთითებთ ნივთის ღირებულებას არასწორად, დაგეკისრებათ ჯარიმა.


ჩვენი სერვისები

პერსონალური ამანათები

პერსონალური ამანათები

ამანათები რეისის წამოსვლიდან 7-10 დღის შუალედში ჩამოდის.

გაიგე მეტი
ონლაინ ამანათები

ონლაინ ამანათები

ამანათები რეისის წამოსვლიდან 7-10 დღის შუალედში ჩამოდის.

გაიგე მეტი
ამანათები საქართველოდან

ამანათები საქართველოდან

ამანათები რეისის წამოსვლიდან 7-10 დღის შუალედში ჩამოდის.

გაიგე მეტი
კომერციული ტვირთები

კომერციული ტვირთები

ამანათები რეისის წამოსვლიდან 7-10 დღის შუალედში ჩამოდის.

გაიგე მეტი
საკურიერო სერვისი

საკურიერო სერვისი

ამანათები რეისის წამოსვლიდან 7-10 დღის შუალედში ჩამოდის.

გაიგე მეტი
საბაჟო პროცედურები

საბაჟო პროცედურები

ამანათები რეისის წამოსვლიდან 7-10 დღის შუალედში ჩამოდის.